Sunday, October 11, 2009

სალამი ემზარ !

საკმაო ჭოჭმან-ყოყმანისა და მახათთან საეჭვოდ დამეგობრების შემდეგ როგორც იქნა მივიღე გადაწყვეტილება მეც იმასმექნა ბლოგი !

არა ვითომ რატომ არ უნდა იმასმექნა? ვისზე ნაკლებად მოცლილი ვარ? იქნებ იმ მგონიმშიაწავედიბლოგზედავპოსტოამისშესახებ გოგოზე? ან იმ მაზუთისფერკანიან ბიჭზე? ანაც იმ მელოტ ტიპზე მაგის ბლოგს დაჟე დედამისიც რო არ კითხულობს? არა გეკითხებით ვისზე?
მართალია გულის სიღრმეში ვხვდები, რომ ამ ბლოგს არ უწერია დიდი ხნით არსებობა....

მაგრამ მე მაინც ვცდი, რომ მერე, წლების შემდეგ არ გამტანჯოს კითხვამ:- "რა მოხდებოდა რომ?"

ახლა რაც შეეხება თავად ცირკბლოგს
უპირველეს ყოვლისა ცირკიბლოგი განკუთვნილია ისეთი ხალხისთვის რომლებსაც გააჩნიათ ინტერნეტი და შეუძლიათ ქართულად კითხვა, თუ თქვენ დაგებადათ კითხვა: "რატომ?" ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება მიხვიდეთ უახლოეს ლიანდაგათ და დაწვეთ მასზე მატარებლის მოლოდინში...

ბლოგის კითხვა/დაკომენტება/გაუთოვება არ არის რეკომენდირებული ფეხმძიმე მამაკცებისთვის, ასტროლოგებისთვის და კიანუ რივზის ფანებისთვის.

ბლოგი ნაკურთხია და მისი კითხვისას ავტომატურად იღებთ მადლს, ყოველი ახალი პოსტი დაახლოებით ორ კვადრატულ მეტრ მადლს შეიცავს !

P.S თუ ვინმეს აინტერებს, შემდეგი პოსტი ფორუმსა და "ბოროტი მონტიორის" ფენომენზე იქნება...